ევროკავშირმა ქიმიური იარაღის გამოყენებასა და გავრცელებაზე ახალი სანქციების შემოღების მექანიზმი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 15.10.2018
ნანახია: 614

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქიმიური იარაღის გამოყენებასა და გავრცელებაზე ახალი სანქციების შემოღების მექანიზმი დაამტკიცეს.

ამიერიდან ევროკავშირს საშუალება ექნება, სანქციები დააწესოს როგორც იურიდიული, ისე ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს ან ჩართული არიან ასეთი იარაღის წარმოებაში. ახალი სასანქციო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

სანქციები ასევე შეეხება კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფინანსურ, ტექნიკურ ან სხვა სახის დახმარებას უწევენ ქიმიური იარაღის შექმნასა და გამოყენებაში ჩართულ პირებს.

ახალი მექანიზმით, ყველას, ვის წინააღმდეგაც სანქციები ამოქმედდება, ევროკავშირის ტერიტორიაზე გახსნილ საბანკო ანგარიშებს დაუყადაღებენ. ფიზიკურ პირებს კი, ევროკავშირში ჩასვლას აუკრძალავენ.


 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე