წარმოიდგინეთ, როცა ეროვნებით ქართველ სარალიძეს ასე სასტიკად ექცევიან, ეროვნებით ქისტს როგორ მომექცევიან - მაჩალიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:29 | 15.10.2018
ნანახია: 1350

წარმოიდგინეთ, როცა სარალიძეს, ეროვნებით ქართველს და პატიოსან ადამიანს ასე სისასტიკეთი ექცევიან, მე, საქართველოს მოქალაქეს, ეროვნებით ქისტს როგორ მომექცევიან, - ამის შესახებ სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"წარმოიდგინეთ, როცა სარალიძეს, ეროვნებით ქართველს და პატიოსან ადამიანს ასე სისასტიკეთი ექცევიან, მე საქართველოს მოქალაქეს, ეროვნებით ქისტს როგორ მომექცევიან, ჩემს მიმართ და ქისტების მიმართ რამხელა სახელმწიფო დანაშაულია ჩადენილი, რა დონეზე ექნებათ გადასხვაფერებული, ალბათ ეხლა მაინც მიხვდებით, რა სიბინძურესთან მიწევს ბრძოლა ამ სისხლიან ხელისუფლების წინამღდეგ", - წერს მაჩალიკაშვილი.

ცნობისთვის, რუსთავი 2-მა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით ჩანაწერები გაავრცელა, სადაც სავარაუდუდ, სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმეზე ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე