ერაყში სასმელი წყლით 111 ათასი ადამიანი მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 15.10.2018
ნანახია: 946

ერაყში, ბასრას პროვინციაში სასმელი წყლით 111 ათასი ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ მედია ადამიანის უფლებების დაცვის  საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარზე დაყრდნობით იუწყება.

მაჰდი ათ-თამიმის თქმით, მოწამვლა დაბინძურებულმა სასმელმა წყალმა გამოიწვია. მისვე თქმით, დაზარალდნენ სასწავლო დაწესებულებებიც.

მრავალათასიანი საპროტესო აქციები ბასრას პროვინციაში 8 ივლისს დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ელექტროენერგიასა და წყალმომარგებასთან დაკავშირებული პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვდნენ.

რამდენიმე დღის წინ სასმელი წყლით ერაყში ევროკავშირის ელჩი რამონ ბლეკუაც მოიწამლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე