ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბოზიშვილი ვიყო, მიშას არ დაუშვია - მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში

საქართველო, თბილისი - 09:47 | 15.10.2018
ნანახია: 1935

"რუსთავი 2"-ის მტკიცებით, მის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერში ჩანს, რომ მირზა სუბელიანი წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, ხორავას ქუჩუს საქმეზე როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში. ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

სუბელიანი იმასაც კი ამბობს, რომ თუ საჭიროა, პირობითს იყიდის.

ის ისევ სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შეახსენოს მინისტრ გახარიას მათი გარიგების პირობები.

“მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა.
ვ - შენ უნდა იყო ქვაზე მაგარი, ვიტამინები მიიღე და თავს მიხედე.
მ - ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო რას ვიღებ ბოლოს ჩემი დედის ტ...ნას?! იმაში დარწმუნებული ვარ რო, იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბოზიშვილი ვიყო მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა არც დაკლება მინდა, ვიჯდები ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო გავდევნო, თორე მე რო ეხლა გავიდე გარეთ შეიძლება სასწაულები ჩავიდინო.

"რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენითქო? კარგითქო მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებულითქო. მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თვი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალწლამდე დამიყენონ განაჩენი.

ვ-ესენი არჩევნების პერიოდია;
მ - არა არჩევნები მერე, იციან. 15 ნოემბერს მაქვს პროცესი. მანამდე არც მაქვს.
ვ-ამიტომ ვფიქრობ მაინც, რომ... ერთი წელი თუ მიუსაჯეს, ჩემი აზრია.
მ - ერთი წელი რატომ? ჯარიმა რატომ არა, ან ვაბშე რატომ ვარ პასუხისგებაში მიცემული. მოსამართლეები გაგიჟებულები არიან.
მ- ..გაგიჟდნენ კინაღამ, სადაა მტკიცებულებები კაცის ჩვენების გარდაო, რას ამბობო..




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე