ვინ არის, ბიჭო, ოქუაშვილი კი არა ტერა ბაიტებით გვაქვს სასწაულები, ამათ რომ არ დაესიზმრებათ - “რუსთავი 2“ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით სკანდალურ ჩანაწერს ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 09:39 | 15.10.2018
ნანახია: 795

„რუსთავი 2“ კიდევ ერთ სკანდალურ ჩანაწერს ავრცელებს. ტელეკომპანიამ სკანდალური ჩანაწერი ეთერში გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გაუშვა.  ჩანაწერებიდან, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე მირზა სუბელიანია დაპატიმრებული, ირკვევა რატომ არ არის დღემდე გამოძიებული მოზარდების მკვლელობის საქმე და რატომ არ არის გამოვლენილი და დასჯილი დათო სარალიძის მკვლელი. ასევე, რა როლს ასრულებს დანაშაულის დაფარვაში მირზა სუბელიანი და რა გარიგება შედგა მასსა და ხელისუფლებას შორის, რის სანაცვლოდ ჩაჯდა ის ციხეში?

ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

რუსთავი 2“-ის მტკიცებით, საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება,  საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.

სუბელიანი პირდაპირ ასახელებს რამდენიმე ხმაურიან საქმეს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად იყო ჩართული და ამბობს, რომ შენახული, ჩაწერილი და დაარქივებული აქვს უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გუნდის უკანონო საქმიანობაზე მიუთითებს, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

ჩანაწერის ქრონომეტრაჟის სიდიდიდან გამომდინარე P.S. საზოგადოებას ძირითად ფრაგმენტებს სთავაზობს. პირველ რიგში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტს, სადაც მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული - სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე და ციხის ბუნტის საქმე, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს. ნავთლუღის საქმეზე მსჯავრდებულია დათა ახალაიაც. ე.წ. ვანოს საქმე და აქ აშკარაა, რომ იგულისხმება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებისთვის ეს საქმეები სწორედ სუბელიანმა “დაალაგა.”

სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებებიც და თუ მოინდომებს, შეუძლია “ქართული ოცნების” მმართველობას წერტილი დაუსვას. ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილზე ბევრად უფრო მეტი კომპრომატი აქვს შემონახული. აქედან ჩანს, რომ ჩანაწერი სულ ახალია და სუბელიანმა კარგად იცის “ომეგას საქმესთან” დაკავშირებული სკანდალის შესახებ.

მირზა სუბელიანი : “შენ ძალიან კარგად იცი რო მე რო რაღაცა მეკადრა, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, მე რო რაღაცა მეკადრა არასწორი, ვინ არ ბიჭო ოქუაშვილი კი არა ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს ხალხის გამოსვლა შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ.

"მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ყნავ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ რო ბო..შვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ, ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში, მე ამას ვერ ვიგებ ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ეხლა დამთავრებული იქნებოდა, ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება ძმაო.”

ჩანაწერში ნახსენები იყო ხარძიანის საქმე  ეს არის უკვე “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მომხდარი შეკვეთილი მკვლელობა და გაურკვეველია, რას გულისხმობს სუბელიანი. რატომ ახსენებს, საერთოდ ამ საქმეს, რა ფორმით არის აქ ჩარეული ხელისუფლება?

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ციხეში გამართული შეხვედრის მიზეზი, საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო მირზა სუბელიანია, რომელიც სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.

მირზა სუბელიანის გაბრაზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი, რომელმაც საპარლამენტო კომისიას სუბელიანისგან განსხვავებული ჩვენება მისცა. ამ შეუსაბამობამ გააჩინა ეჭვი, რომ სუბელიანმა ცრუ ჩვენება მისცა.

ამ საკითხს ჩანაწერში ძალიან დიდხანს და ბევრჯერ განიხილავენ.  მირზა სუბელიანი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ მოხერხდა საქმის ისე დალაგება, რომ მას და შაყულაშვილს ერთნაირი ჩვენებები მიეცათ.

ამიტომაც მოიხსენიებს მომდევნო ფრაგმენტში გაბრაზებული სუბელიანი შაყულაშვილს საგინებელი სიტყვებით.

შემდეგ ის უკვე ახსენებს იმ მეთოდებსაც, რომლითაც წლების განმავლობაში ხელისუფლებისთვის საქმეებს ალაგებდა. სუბელიანი თავის "შემადგენლობასთან" ერთად მოწმეებს იტაცებდა და სცემდა სასურველი ჩვენებების მისაღებად, მათ შორის, გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს.

ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეებზე კი პირდაპირ ამბობს, რომ მათ აწამებდა.

ამავე ფრაგმენტში ნახსენები არიან მთავარი პროკურორები კბილაშვილი და შოთაძე, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომლებიც მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ.

სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც ყოფილა.

ისევ ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე. და ისევ ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია.

მირზა სუბელიანი: “იმ კაცთან მიდის საუბარი რომელთანაც, თან ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით. დ - პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან, გენინსპექციაში.

მ - ორ შვილს ვფიცავარ, მანქანებიდან ვაბრუნებდი ქალაქის პროკურორის მოადგილეს და მაშინ არ დამიზღვევია თავი და ახლა ვიზღვევ თურმე ამ ყ…ობაზე. იმიტომაც ვთხოვე სოზარის ამ ბიჭებზე დასაქმებულები იყვნენ, ამ სპეცოპერაციაც ამათი გაკეთებული იყო, ყველაფერი ამათი გაკეთებულია, ამხელა თემები რო კაცს აქვს გაკეთებული, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ...ვდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი.
ვ - მოვუყვები ეხლა იმას ყველაფერს.
მ - არა, სალაპარაკოდ და სავაჭროდ კი არ ვამბობ, ეს დავალებები რაც გვაქ ჩვენ შესრულებული დაფაილებული და შენახული გვაქ, ასე იდგნენ მუხლისჩოქა, შოთაძე და იმას, ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, კბილაშვილი შემომყავდა, ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! და ბოლო ბოლო ვანოს თემა, მინდოდა ეს ტ..ში შემეტენა?! იმან ვერ გადაწყვიტა ღარიბამ?! იმდენი გვაქვს ოპერატიულად გაკეთებული ძმაო, ჩვენ ერთი გზა გვაქ, ესენი რო თავს იზღვევენ ძმაო, ისინი რო მოვიდნენ დედას მოგ...ნავენ სათითაოდ და მე ჩემებმა მომ..ნეს დედა, სანამ ისინი მოვიდოდნენ.
დ - ექვსი თვე მელოდებოდნენ სანამ ამერიკიდან ჩამოვიდოდი, რო ამ საქმეზე დავეკითხე.
მ - და არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია, არც ერთი არ გაბოზებულა, რა დაუხვდათ წინ, ერთი საქმე მაინც ამოიღონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს, ისიც იცი რაზბორკები რო იყო და მე და შენ რო ვიჯექით, იქ რო ვიჯექით რაზბორკაზე, იქაც ვთქვი რო სოზარის დავალებაამეთქი, არ გახსოვს? აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა მო...ული მითხარი. რა არი იცი, რომელი ჯობია? ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი და მუნდირი რო გაქ ვერანაირად ვერ ხსნი გესმის? მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი.”

მირზა სუბელიანს, კონკრეტულად, მიხეილ შაყულაშვილის წინააღმდეგაც აქვს კომპრომატები შენახული  პროკურორის მესიჯები და მიმოწერა, რომლებიც გერმანიაში აქვს გადამალული.

“ვ - მე ვუთხარი 192 მესიჯი აქვს შაყულაშვილთქო. გადაზღვეული აქ გერმანიაშითქო.
მ - მარტო ეს არა.
ვ - გადაზღვეული აქვს ყველას თავისი თავითქო, კაცურად იქცევა და ნუ გადავა ზღვარს ნურავინთქო რა.
მ - და გადადიან ზღვარს და.
ვ - მე რო მესიჯი გავაგზავნე პრობლემაა, ატყდა უცებ ერთი ამბავი, რა ხდებაო. თავს იძვრენს რო ერთი წლის მერე...
მ - გავიგე მარა ერთი წლის მერე მაგას დედას მო...ნავ.
ვ - ისე ერთი რა თქვა გახარიამ, შაყულაშვლი მაგისი ძმაკაცი იყო ჩემი ძმაკაცი კი არაო.
მ - ძმაკაცი არა..”





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე