ისტორიაში ყველაზე გრძელი ავიარეისი შესრულდა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 12.10.2018
ნანახია: 8262

სინგაპურის ავიახაზების თვითმფრინავმა ისტორიაში ყველაზე გრძელი რეისი შეასრულა.

ავიალაინერი Airbus A350-900URL-ი სინგაპურიდან ნიუ-იორკში ჩაფრინდა და ჰაერში 17 საათი და 52 წუთი გაატარა. როგორც CNN-ი აღნიშნავს, ავიალაინერმა მანძილი დაგეგმილზე სწრაფად დაფარა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ თვითმფრინავს სინგაპურიდან ნიუ-იორკამდე 18 საათი და 25 წუთი დასჭირდებოდა.

თვითმფრინავის ბორტზე 150 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა. ავიალაინერი ორ ზონად იყო გაყოფილი: ბიზნეს-კლასი და პრემიალური ეკონომ-კლასი. ჩვეულებრივი ეკონომ-კლასი თვითმფრინავში არ იყო. პრემიალურ ეკონომ-კლასში ერთი ადგილის ღირებულება 2 ათას დოლარს შეადგენდა.

ამ დრომდე ყველაზე უწყვეტი ავიაფრენა Qatar Airways-მა დოჰადან ოკლენდში შესრულა. ის თითქმის 17 საათს გაგრძელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე