ნანახი მყავს სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიაში მარიხუანას მოიხმარენ - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 15:48 | 12.10.2018
ნანახია: 817

 

არ ველოდები ექსცესებს, რადგან საპატრიარქოს აქვს რთული მორალური დილემა. ყველამ ვიცით, რომ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანები, ვინც მოიხმარენ მარიხუანას, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მარიხუანას ფესტივალთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არსებობენ სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიაში მარიხუანას მოიხმარენ, ისინი მორალური, პატიოსანი ხალხია და ეს მორალურობა ახლა არის დასამტკიცებელი.

„არ ველოდები ექსცესებს, რადგან საპატრიარქოს აქვს რთული მორალური დილემა. ყველამ ვიცით, რომ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანები, ვინც მოიხმარენ მარიხუანას. ჩვენ გვყავს ასეთი ნაცნობები, ვიცნობთ ასეთ მღვდლებს და ეს ხალხი პატიოსანი ხალხია, არ მიმაჩნია, რომ ისინი ცოდვილები არიან, ან რამეს აშავებენ, ჩვეულებრივი ჩემნაირი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ. აქციაზე ამ ადამიანებისგან მე მოვარდნას კი არ ველოდები, არამედ ველოდები სტუმრობას, ველოდები მათ მიერ მართალი სიტყვის თქმას. ამას რომ არ ველოდებოდე, მაშინ იმედი უნდა მქონდეს გადაწურული სასულიერო პირებში საღი აზრის არსებობის. ზუსტად ვიცი და ნანახი მყავს სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიაში მარიხუანას მოიხმარენ, ისინი მორალური, პატიოსანი ხალხია და ეს მორალურობა ახლა არის დასამტკიცებელი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, მარიხუანას ფესტივალის გამართვა 20 ოქტომბერს, თბილისში იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე