თურქეთის ხელისუფლებას საუდელი ჟურნალისტის მკვლელობის დამადასტურებელი ჩანაწერები აქვს - The Washington Post-ი

საქართველო, თბილისი - 15:10 | 12.10.2018
ნანახია: 708

თურქეთის ხელისუფლებას ხელში ჩაუვარდა ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ  საუდელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშკაჯი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ამის შესახებ The Washington Post-ი ამერიკელ და თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

 „ვიდოეში ჩანს, რომ საუდის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჰაშკაჯი საკონსულოში 2 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის  შენობაში ქორწინებისთვის საჭირო ოფიციალური დოკუმენტების ასაღებად შევიდა. ამის შემდეგ ის მოკლეს და დაანაწევრეს“, - წერს გაზეთი.

 „ხმის ჩანაწერი მიუთითებს იმაზე, თუ რა დაემართა ჯამალს მას შემდეგ რაც საკონსულოში შევიდა. ჩანაწერში ისმის მისი და მამაკაცის ხმები, არაბულ ენაზე. ისმის, როგორ კითხავენ მას, აწამებენ, შემდეგ კი კლავენ“, - ციტირებს გამოცემა წყაროს.

გაზეთის ცნობით, თურქეთის ხელისუფლებამ ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ამერიკის ადმნისტრაციას მიაწოდა.

ჰაშკაჯი The Washington Post-ის მიმომხილველია 2017 წლიდან, ის აშშ-ში ცხოვრობს. ჟურნალისტი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს შევიდა და გაუჩინარდა.

საუდის არაბეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი მას შემდეგ დაიკარგა, რაც საკონსულოს შენობა დატოვა. მისი განცხადებით ერ-რიადი ანკარასთან მომხდარის გარემოებების გარკვევის მიზნით თანამშრომლობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე