#160-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჰაერში ტყვიის შემცველობას იკვლევენ

საქართველო, თბილისი - 14:49 | 12.10.2018
ნანახია: 764

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევებს საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე აგრძელებს.

სააგენტოს სპეციალისტები ვარკეთილში მდებარე #160-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ბაღების მართვის სააგენტოს, მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჰაერში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით სინჯებს აიღებენ.

ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება  სპეციალური მოწყობილობის საშუალებით განხორციელდა. აღებული სინჯები  შემდგომი  ანალიზისთვის  კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა  და მიღებული კვლევის  შედეგები  უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.

დღესვე მონიტორინგის ფარგლებში სპეციალისტები  დედაქალაქში ოთხ  ლოკაციაზე (ვარკეთილი # 160-ე საბავშვო ბაღი, ორთაჭალა #72 საჯარი სკოლა, აღმაშენებლის გამზირი, მუხიანის დასახლება) სინჯების აღებას განახორციელებენ. 

გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს. კვლევის არეალი გაფართოვდა. სპეციალისტები აგრძელებენ ყოველკვირეულ კვლევას ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. კვლევები ხორციელდება, როგორც მოქალაქეების მომართვის საფუძველზე, ასევე, სპეციალისტების მიერ შერჩეულ კონკრეტულ ლოკაციებზეც, მათ შორის სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე  www.nea.gov.ge aseve ასევე, ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე