კონგოში ებოლათი დაავადებულთა რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება

საქართველო, თბილისი - 14:46 | 12.10.2018
ნანახია: 727

კონგოში მომაკვდინებელ ვირუს ებოლათი დაავადებულთა რაოდენობა 200-მე გაიზარდა. მათგან 125 გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ორგანიზაციის განცხადებით, ებოლას გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა რისკის ზონაში უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების გამო გართულდა. ქვეყანაში საბრძოლო შეტაკებების გამო ექიმები იძულებულნი არიან შეაჩერონ ვაქცინაცია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

ამის გარდა, ინფიცირებულთა უმეტესობა ვაქცინაციაზე უარს ამბობს, ან ექიმებთან საერთოდ ან მიდის, ან როცა მიდის უკვე ვირუსის განავითარების ფინალური სტადია აღენიშნება.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე