ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დღეს მათავრი მოწმე დაიკითხება

საქართველო, თბილისი - 13:00 | 07.12.2015
ნანახია: 1586

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის პროცესზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვლადიმერ ბერძენიშვილი დაიკითხება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბერძენიშვილის კუთვნილი ავტომანქანით იმყოფებოდა გიორგი ოქროპირიძე აბაშიძის ქუჩაზე, რა დროსაც მან ლაშა მახარაძე მოკლა.
ბერძენიშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ბრალი აქვს წარდგენილი და საქმეზე  სასამართლო განხილვები საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
პროკურატურა ბერძენიშვილთან ერთად კიდევ სამ მოწმეს დაკითხავს. რაც შეეხება ლასა მახარაძის დედას, ნინო დიდებულიძის დაკითხვა სავარაუდოდ, დღეს ვერ მოესწრება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე