ოჯახის წევრებთან კონფლიქტის გამო გავაზში მამაკაცმა საკუთარი სახლი გადაწვა

საქართველო, თბილისი - 09:26 | 12.10.2018
ნანახია: 849

ოჯახის წევრებთან კონფლიქტის გამო კახეთში მამაკაცმა საკუთარი სახლი გადაწვა - შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო მანქანა. ორ სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. განადგურებულია საოჯახო ტექნიკაც.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა და შესაძლოა სახლის დაწვის მიზეზი სწორედ ეს დაპირისპირება გამხდარიყო.

ხანძრის გაჩენი ერთ-ერთ ვერსიად ამ მოსაზრებას განიხილავენ სამართალდამცველებიც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე