არ ვაპირებთ ფონდ "იავნანას" გაჩერებას, რადგან დამარცხება ნიშნავს სიკეთის მოსპობას საქართველოში - პაატა ბურჭულაძე

საქართველო, თბილისი - 15:33 | 05.10.2018
ნანახია: 914

დღეს არის ორი პრობლემა საქართველოში: სასამართლო და პროკურატურა, მათ სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, მეტი პრობლემა საქართველოში არ არსებობს, - ამის შესახებ ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა. 

როგორც ის განმარტავს, ფონდი "იავნანა" ბოროტებას შეებრძოლება. 

"ეს პრობლემა თუ გადავწყვიტეთ, გაიმარჯვებს ჭეშმარიტება. არ ვაპირებთ ფონდის გაჩერებას, იმიტომ, რომ დამარცხება ნიშნავს სიკეთის მოსპობას საქართველოში. ფონდი „იავნანა“ იქნება ის, რომელიც შეებრძოლება ამ ბოროტებას",- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე