ნობელის პრემია მშვიდობის დარგში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლებს გადაეცათ

საქართველო, თბილისი - 14:21 | 05.10.2018
ნანახია: 773

2018 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში დენის მუკვეგესა და ნადია მურადს მიენიჭათ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამის შესახებ ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა განაცხადა.

დენის მუკვეგე კონგოელი გინეკოლოგია, რომელმაც პანზის ჰოსპიტალი დაარსა. ჰოსპიტალი დახმარებას უწევდა ჯგუფური გაუპატიურების მხვერპლებს. უდიდესმა თანამედროვე სპეციალისტმა გინეკოლოგიური ტრავმების მკურნალობის სფეროში ათასობით ქალი გადაარჩინა.

ნადია მურადი ერაყელი უფლებადამცველია, რომელმაც „ისლამურ სახელმწიფოში“ სექსუალური მონობა გადაიტანა. ის ეწევა საზოგადოებრივ სამუშაოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისადმი ყურადღების მიზიდვის მიმართულებით.

მშვიდობის პრემიას სხვა ჯილოდებისგან განსხვავებით არა სტოკჰოლმში, არამედ ოსლოში გადასცემენ. დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს, პრემიის დამფუძნებლის ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს  გაიმართება.

თოთოეული ჯილდოს ღირებულება მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე