რაქაში ავიადარტყმების შედეგად 30-ზე მეტი ტერორისტი განადგურდა, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობაც

საქართველო, თბილისი - 11:01 | 07.12.2015
ნანახია: 1611

სირიის ქალაქ რაქაში საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ”ისლამური სახელმწიფოს” 32 მებრძოლი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა.

სირიელი უფლებადამცველების განცხადებით ავიდარტყმების შედეგად ჯიხადისტების პოზიციები განადგურდა ქალაქის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით.

მათივე მონაცემებით სულ 15 ავიადარტყმა განხორციელდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ავიაიერიშებში რუსული თვითმფრინავები მონაწილეობდნენ, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც მოყვა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე