საქარველოში დღეს ძლიერი ქარი იქნება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 09:57 | 05.10.2018
ნანახია: 1484

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ წამს მიაღწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20 მეტრი წამში იქნება.

ამასთან, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 15-20 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსს მიაღწევს. თბილისში დღეს 19-21 გრადუსი დაფიქსირდება, იქნება ძლიერი ქარი და დღე უნალექოდ ჩაივლის. საღამოს კი ქარი შესუსტდება და ხვალ აღარ იქნება.

საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა.

6 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1-2 გრადუსით დაიკლებს. 8 ოქტომბრიდან ამინდი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გაუმჯობესდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე