პარლამენტის წინ პოლიციამ ზაზა სარალიძეს ბანერების დადგმის უფლება არ მისცა

საქართველო, თბილისი - 09:45 | 05.10.2018
ნანახია: 898

ხმაური და დაპირისპირება იყო პარლამენტის შენობის წინ, სადაც შვილმოკლული მამების პროტესტი გრძელდება. ზაზა სარალიძეს სურდა, რომ ტერიტორიაზე დაედგა ბანერები, რომელიც გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება. თავდაპირველად იქ შეკრებილებს ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, მოგვიანებით კი ინციდენტი ამოიწურა.

"ძალიან ბევრი პლაკატები მოვა ისევ აქ, რაც არამარტო ამ ხელისუფლების დროს მოხდა, არამედ იმ ხელისუფლების დროსაც, რომელიც პირდაპირ ხელისუფლების მიერ იქნა ლიკვიდირებული. ჩვენ არ ვანსხვავებთ არც იმ ხელისუფლებას, არც ამ ხელისუფლებას, დანაშაული დანაშაულია," - აცხადებს ზაზა სარალიძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე