სერიალ „კლონის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ჯოვანა ანტონელიმ ქველმოქმედებისთვის შიშველი ფოტოსესია გამართა

საქართველო, თბილისი - 16:55 | 03.10.2018
ნანახია: 1750

ბრაზილიური სერიალის „კლონის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ჯოვანა ანტონელიმ საქველმოქმედო მიზნებისთვის შიშველი ფოტოები გადაიღო. ფოტოები მის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

ფოტოებზე მსახიობის შიშველი სხეული დაფარულია ვარდისფერი და ბრჭყვიალა საღებავებით. აქცია კამპანია „ვარდისფერი ძალის“ ნაწილი გახდა, რომელიც კიბოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

 „ასეთი მცირედიც კი საკმარისია, იმისთვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ამისი ყოველთვის მჯეროდა, ყველაფერში ჩემს ინტუიციას ვენდობოდი, რათა გამეგო, როგორ ვიგრძნოდი თავს“, - წერს ანტონელი.

ჯოვანამ  გამოუშვა სპორტული მაისურებისა და ჭიქების კოლექცია, რომლის გაყიდვიდანაც მიღებულ შემოსავალს ონკოლოგიის კვლევის სფეროში ჩარიცხავს.

 „კლონის“ გარდა ჯოვანა ანტონელი მონაწილეობდა ქართველი მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ სერიალებში „ტროპიკელი ქალი“, „ოჯახური კავშირები“ და სხვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე