საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 10:39 | 07.12.2015
ნანახია: 1714

პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭება იყო პატიმრების თანადგომის სურვილით გამოთქმული აზრი და არა მოთხოვნა. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”ა.წ. 5დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე