თეთრი სოკო წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

საქართველო, თბილისი - 00:47 | 21.09.2015
ნანახია: 2957

თეთრი სოკო წარმატებულად ჩაანაცვლებს წითელ ხორცს და ამავე დროს ხელს შეუწყობს წონის დაკლებას. შესაბამის დასკვნამდე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალისტები მივიდნენ. მეცნიერები ერთი წლის განმავლობაში კლინიკურ ცდებს ატარებდნენ. კვლევის მონაწილეები იყვნენ ჭარბი წონით შეწუხებული ადამიანები, მათგან 88 პროცენტს ქალები შეადგენდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეთა საშუალო ასაკი 49 წელი გახლდათ.

ექსპერიმენტის 73 მონაწილე ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე წითელი ხორცის ნაცვლად მცირე რაოდენობით თეთრ სოკოს მიირთმევდა, დანარჩენები კი თავისი ჩვეული რაციონით შემოიფარგლებოდნენ. საკონტროლო პერიოდის განმავლობაში ყველა მონაწილემ, რომლებმაც სოკოს სასარგებლოდ უარი თქვეს ხორცზე, წონაში სამი კილოგრამით დაიკლეს. წონაში დაკლებულები, ნაკლებ კალორიასა და ცხიმს მოიხმარდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრები. მათ შეუმცირდათ სხეულის წონის ინდექსი, ასევე გაუუმჯობესდათ სხეულის პროპორციები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე