„სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელებმა ფინალური სეზონის საიდუმლო გაამხილეს

საქართველო, თბილისი - 13:24 | 02.10.2018
ნანახია: 1549

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელებმა ფინალური სეზონის საიდუმლო გაამხილეს. შოუს თაყვანისმცემლებს ისინი ჯონ სნოუსთან შეხვედრას უმზადებენ. ამის შესახებ TimesNowNews-ი იუწყება.

ბოლოს ჯონ სნოუ მეექვსე სეზონში გამოჩნდა, ამის შემდეგ ამ პერსონაჟის ბედი უცნობი იყო. ახლა მას ახალი თავგადასავლები ელოდება. როგორც შოუს ავტორები ამტკიცებენ,  ჯონ სნოუ ეკრანზე საკმაოდ ხშირად გამოჩნდება.

შეგახსნებთ, მანამდე სერიალის შემქმნელებმა განმარტეს, თუ რატომ დაგვიანდა სერიალის ფინალური სეზონი. მათი თქმით, ბოლო სეზონი ლოდინად ღირდა, რადგან ეს ყველაზე დიდი პროექტია, რაც კი ოდესღაც შეუქმნიათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე