ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:16 | 07.12.2015
ნანახია: 1513

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე,  აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, მისცა უფლება უკანონოდ მოეპოვებინა ხე-ტყის მასალა ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე და შემდგომში, საკუთარ თავზე აიღო უკანონოდ მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება. აღნიშნულისთვის დაკავებულმა ქრთამის სახით მოითხოვა 4 500 ლარი, ხოლო წინასწარ აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე