შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა და ერთი პასუხისგებაში მისცა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 07.12.2015
ნანახია: 1542

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1953 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ომერ ი. და 1949 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უსუფ თ. დააკავეს, ხოლო 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ლეილა კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბათუმში, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკოკლუბების ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებისა და დისკოკლუბების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე