საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში ბათუმში თითქმის ყველა სასტუმრო ნომერი დაკავებულია

საქართველო, თბილისი - 12:24 | 28.09.2018
ნანახია: 961

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ  მთავრობის სხდომაზე ბათუმში  საჭადრაკო ოლიმპიადის მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და წარმატება უსურვა საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე ქალთა და  ვაჟთა საქართველოს ნაკრებებს. მისი თქმით, წარმატებული და შთამბეჭდავი იყო ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში კი ბათუმს 4000-მდე სტუმარი ეწვია. 

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა წარმატებით მიმდინარეობს. შთამბეჭდავი გახსნა იყო ბლექსი არენაზე 23 სექტემბერს და ბათუმში არაერთი საინტერესო პაექრობა ვიხილეთ. რატომ არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის აღნიშნული ტიპის ღონისძიებები? პირველ რიგში ეს არის ჩვენი მთავრობის ცნობადობის ამაღლება და ასევე, ამას აქვს პრაქტიკული შედეგიც: დღეის მდგომარეობით, ბათუმში დაკავებულია თითქმის ყველა სასტუმრო ნომერი და როცა ჩვენ ვსაუბრობთ 4 სეზონიან ტურიზმზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სეზონის გაგრძელებაზე, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს აღნიშნული მიზნის მიღწევას,“ - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე