ვიქტორია და დევიდ ბექჰემები მეხუთე შვილს ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 14:57 | 26.09.2018
ნანახია: 1347

44 წლი ვიქტორია ბექჰემსა და 43 წლის დევიდ ბექჰემს კიდევ ერთი შვილი ეყოლებათ. ამის შესახებ ცოლ-ქმარმა ახლობლებს ოჯახურ ვახშამზე აცნობა. „მათ შეკრიბეს ახლო მეგობრები. ყველა შამპანურს სვამდა ვიქტორიას გარდა. შემდეგ ცრემლმორეულმა დევიდმა მათ უთხრა, რომ მეხუთე ბავშვს ელოდებიან“, - განუცხადა მედიას წყვილთან დაახლოებულმა წყარომ.

მანვე აღნიშნა, რომ წყვილის პირმშო - 19 წლის ბრუკლინი შოკში ჩავარდა, დანარჩენი შვილები - 16 წლის რომეო, 13 წლის კრუსი და 7 წლი ჰარპერი კი ძალიან აღელდნენ.

უკვე ცნობილია ბავშვის სქესი და დაბადების თარიღი. გოგონა ქვეყნიერებას მარტში უნდა მოევლინოს. ახლა ცოლ-ქმარი ბავშვის სახელზე  ფიქრობს, განიხილება ვიქტორიას მეორე სახელი - კეროლაინი. თავად ვიქტორია კი ძველებურად კარგად გამოიყურება. ამბობენ, რომ ამ ჯერზე ბავშვს მუცლით სუროგატი დედა ატარებს.

საინტერესოა, რომ ამავე დროს ამ წყდება ხმები ბექჰემების ოჯახში იდილიის  მიუხედავად არსებული დაძაბულობის შესახებაც.

მათი ერთ-ერთი შვილი - კრუსი ყველანაირად ცდილობს, რომ დედ-მამის ურთიერთობა გაამყაროს დევიდის ღალატის შესახებ გავრცელებული ხმების ფონზე.

 „მათ პრობლემები აქვთ, მაგრამ გადაწყვიტეს კიდევ ერთი შვილის გაჩენა. ეს უკვე კარგად გამოხდილი ხერხია, რომელიც მათთვის ყოველთვის კარგად მუშაობს“, - აღნიშნა წყარომ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე