ტელეწამყვანის შვილი სტუდიაში შეიჭრა და დედას პირდაპირი ეთერი ჩაუშალა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:38 | 25.09.2018
ნანახია: 1737

ამერიკული ტელეარხის E! News-ის წამყვანის ჯულიანა რანჩიჩის შვილმა პირდაპირი ეთერი ჩაშალა.
რანჩიჩს თავის კოლეგასთან ერთად ახალი ამბების გამოშვება მიყავდა, როდესაც ზურგს უკან ბიჭი შენიშნა. ბავშვი ისე გაერთო თამაშით, რომ კამერებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ჟურნალისტმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და სტუდიიდან ბიჭის გაყვანა სცადა, თუმცა ის წინააღმდეგობას უწევდა და არ ემორჩილებოდა. ამ დროს რანჩიჩის კოლეგამ სიტუაციის გაკონტროლება გადაწყვიტა და ეთერი განაგრძო.

„მე დავასრულებ, ვიდრე შენ დედის საქმეებით ხარ დაკავებული“, - უთხრა რანჩიჩს კოლეგამ.

თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ მასაც მოუწია ეთერის დატოვება, რათა რანჩიჩს ბავშვის დაჭერაში დახმარებოდა.

 

 

 

 

 Ð ÐµÐ±ÐµÐ½Ð¾Ðº ворвался в прямой эфир новостей и сорвал выпуск




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე