მამაკაცმა ჩხუბის შემდეგ თავში დარჩენილი დანით 4 დღე გაატარა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 25.09.2018
ნანახია: 1141

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებმა ბარში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ოთხი დღე თავში დარჩენილი დანით გაატარა. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი The Sun-ი წერს.
ინციდენტი იოჰანესბურგში მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ  ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც მამაკაცს თვალში დანა ჩაარტყეს.

დაშავებულის თქმით, იმ მომენტში არაფერი უგრძვნია და მომხდარის შემდეგ ჩვეულებრივად დაიძინა.

მეორე დღეს მას თავი და მარცხენა თვალი სტკიოდა. მეგობრების თხოვნით მამაკაცი საავადმყოფოში მხოლოდ მეოთხე დღეს წავიდა, სადაც თავის ტკივილის მიზეზი დადგინდა.

როგორც რენტგენზე ჩანს. დანა თავში ღრმად იყო შესული. ექიმების თქმით, მამაკაცს გაუმართლა, რადგან არცერთი სასიცოცხლო არტერია არ დაზიანებულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე