გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას პირველად ისტორიაში 3 თვის ბავშვი დაესწრო

საქართველო, თბილისი - 15:33 | 25.09.2018
ნანახია: 861

 

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრის ჯასინდა არდერნის ქალიშვილი პირველი ჩვილი გახდა, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიას დაესწრო. არდერნი კი თავის მხრივ სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელიც სხდომაზე ბავშვით ხელში იმყოფებოდა. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

იმ დროს, როცა პრემიერ მინისტრი მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოდიოდა, სამი თვის ნევა თე აჰორა ხელში მამას - კლარკ გეიფორდს ეჭირა. გოგონა დედასთან ერთად ნიუ-იორკში ჩავიდა, რადგან არდერნი ბავშვს ძუძუს აჭმევს და მისი დიდი ხნით დატოვება არ  შეუძლია.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რთულია თუ არა დედობისა და კარიერის შეთავსება, არდერნმა უპასუხა, რომ მოვალეობის შეთავსება შეესაბამება მის მოლოდინებს, დედობის სიხარული კი ყველაზე მაღლა დგას.

გეიფორდმა Twitter-ში  გაეროს შენობაში ქალიშვილის შეყვანის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. „სამწუხაროა, რომ ვერ დავაფიქსირე იაპონიის დელეგაციის წევრების სახეები, როდესაც დარბაზში იმ დროს შემოვიდნენ, როცა ბავშვს საფენს ვუცვლიდით“,- წერს გეიფორდი.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე