„ჩვენ ვამბობთ არას“ - საფრანგეთმა მიგრანტების გემი მარსელის პორტში არ შეუშვა

საქართველო, თბილისი - 14:53 | 25.09.2018
ნანახია: 700

საფრანგეთის ხელისუფლებამ ხომალდი Aquarius-ი, რომლის ბორტზეც მიგრანტები იმყოფებიან, მარსელის პორტში  არ შეუშვა. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრიუნო ლე მერმა განაცხადა.

 „დღეს საფრანგეთი ამბობს „არას“, რადგან თუ გვსურს გვქონდეს შეთანხმებული მიგრაციული პოლიტიკა, უნდა დავიცვათ ევროპული წესები“, - განაცხადა ლე მერმა.

მისი თქმით, საფრანგეთი ასრულებს ვალდებულებას მიგრანტების განთავსების შესახებ, მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ქვეყანამ 100 ათასამდე ადამიანი მიიღო.

გემი Aquarius-ი, რომელიც ფრანგულ არასამთვარობო ორგანიზაცია SOS Mediterranее-ს ეკუთვნის, ამ დროისათვის ლიბიის სანაპიროსთან დგას. ორგანიზაციამ საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართა გამონაკლისის სახით, მიეღო 58 მიგრანტი, მათ შორის 17 ქალი და 18 არასრულწოვანია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე