ამბობენ, რომ თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:19 | 25.09.2018
ნანახია: 881

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი ამჯერად მედიას აკრიტიკებს.

ურეკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა, საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ ჟურნალისტები სწორედ იმაზე არიან ორიენტირებული, რომ  მსგავსი ინციდენტები გააშუქონ და არავის აინტერესებს კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას განხილული საკითხები.

მისი თქმით, როცა ვინმე „გამოხტება“ და მას მოღალატეს დაუძახებს სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს მედია და შემდეგ მსგავს ინციდენტებზე მისგან განმარტებებს ითხოვენ.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები მის წინააღმდეგ დიდი ხანია სხვადასხვა მეთოდებით მოქმედებენ.

მისი განცხადებით, სწორედ მედიის მხრიდან პროპაგანდის მიზეზია ის, რომ მასზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მის რელიგიურ მრწამსზე თუ საგარეო პოლიტიკურ კურსზე მასმედიის წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.

"პრაქტიკულად ყველა კუთხით მოდის ეს შეტევები, ბოლო ის არის რომ თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების. აზრი პრაქტიკულად არ აქვს რომ დაიწყო თავდაცვითი საქმე. კიდევ ერთი შემაშფოთებელი დისკრედიტაცია არის, რომელიც ვრცელდება საზღვარგარეთ. იქაურ საზოგადოებაში გაავრცელო რომ მე ვარ პრორუსული, რომ ორი ძალა არის ქვეყანაში, ერთი იცავს მშობლიურ პატრიოტულ ღირებულებებს, მეორე - რუსულ იდეოლოგიას. იქ როცა ჩვენ საყრდენს იდეოლოგიურად უტევენ, ამან შეიძლება ძალიან მძიმე გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის სახელზე,"-ამბობს ზურაბიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე