ვალერი მელაძეს სურს თავისი შვილები საქართველოს მოქალაქეები გახდნენ

საქართველო, თბილისი - 14:01 | 25.09.2018
ნანახია: 1817

ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მომღერალი ვალერი მელაძე საქართველოში უძრავი ქონების ყიდვას აპირებს. მომღერლის თქმით, სურს, რომ მას და მის შვილებს - კონსტანტინესა და ლუკას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეთ.

ცოტა ხნის წინ მელაძე გასაუბრებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ სურს, მის შვილებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეთ და შესაბამისი დოკუმენტებიც მოამზადა.

ვალერი მელაძე საქართველოში დაიბადა. იმისთვის, რომ ბავშვებს მოქალაქეობა გაუფორმოს, ის ვალდებულია საქართველოში 300 ათასი ევროს ღირებულების უძრავი ქონება შეიძინოს, ან საქართველოს სახელმწიფო ხაზინა ამ თანხით შეავსოს. მომღერალმა პირველი ვარიანტი აირჩია. ვალერი მელაძის თქმით, ეს მისი გეგმების გაცილებით მარტივი რეალიზაციის სქემაა.

მომავალ წელს ვალერი და მისი ძმა კონსტანტინე საქართველოში მუსიკალური ფესტივალის გამართვას აპირებენ.

მომღერლის თქმით, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული კულტურის განვითარებას.

ძმები უკვე ადგენენ შოუ-პროგრამას და ცნობილი სტუმრების სიას. პროექტების სხვა დეტალები უცნობია. ზოგიერთი მონაცემით, ეს ფესტივალი კონკურენციას გაუწევს რუსულ პროექტებს “ნოვაია ვოლნას“ და „ჟარას“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე