საქართველოს რკინიგზა ფეიქრების ქუჩაზე 20 წლის გოგონას დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 13:38 | 25.09.2018
ნანახია: 712

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე 20 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველის რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

„დღეს, დილით 08:30-ზე ავჭალა-დიდუბის გადასარბენზე, ახალგაზრდა ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ნიქოზი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მონაკვეთზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქართველის რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

ცნობისთვის, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი 20 წლის ქალს დაეჯახა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე