„ევროპული საქართველო“ მთავრობას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 12:42 | 25.09.2018
ნანახია: 623

„ევროპული საქართველო“ მთავრობას ყოფილი პრემიერ და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძის თქმით, ერთადერთი პატიმარი, რომლის მიმართაც „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მე-18 მუხლის დარღვევაა დადგენილი და ჯერაც არ არის გათავისუფლებული, სწორედ ვანო მერაბიშვილია.

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშული საკითხის აღსრულება მიმდინარე წლის დეკემბრის დღის წესრიგში ჩასვა. მთავრობა ვერ აცნობიერებს ამ დარღვევის სიმძიმეს. ყველანაირად ცდილობს, გააჭიანუროს მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განმარტებით, ყველა პატიმარი, ვისზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა, გათავისუფლებულია. მოვუწოდებ მთავრობას, ნუ დაელოდება ამ სხდომას და თავად გადადგას ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად – გათავისუფლდეს მერაბიშვილი და პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვინც მისი უფლებების დარღვევაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ეს ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე