დღეს უილ სმიტი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 12:14 | 25.09.2018
ნანახია: 1276

დღეს მსახიობი, მუსიკოსი, პროდიუსერი და რეჟისორი უილ სმიტი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის 1968 წლის 25 სექტემბერს ამერიკის, პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში დაიბადა.

უილ სმიტმა პირველი აღიარება არა როგორც მსახიობმა, არამედ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა მოიპოვა. ის Fresh Prince-ს ფსევდონიმით იყო ცნობილი. უილმა მუშაობა დიჯეი ჯეფ ტაუნსთან ერთად დაიწყო.

 1990 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა სერიალი „პრინცი ბევერლი-ჰილზიდან“, სადაც მსახიობი საკუთარ თავს თამაშობდა, შოუმ პოპულარობა ძალიან სწრაფად მოიპოვა. უილ სმიტის პირველი სერიოზული ნამუშევარი გახდა როლი ფილმში „ცუდი ბიჭები“, რომელიც 1995 წელს გამოვიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე