Instagram-ის დამფუძნებლებმა კომპანია მარკ ცუკერბერგთან უთანხმოების გამო დატოვეს - მედია

საქართველო, თბილისი - 11:21 | 25.09.2018
ნანახია: 643

Instagram-ის აღ მასრულებელი და ტექნიკური დირექტორები - კევინ სისრტომი და მაიკ კრიგერი კომპანიას ტოვებენ. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება.

34 წლის სისტრომმა და 32 წლის კრიგერმა სოციალური ქსელი Instagram-ი 8 წლის წინ დააფუძნეს, ამჟამად ქსელს მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

სისტრომისა და კრიგერის თქმით, ისინი ახალ პროექტზე მუშაობას აპირებენ.

Instagram-ის დამფუძნებლების კომპანიიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა Facebook-ის დირექტორთან მარკ ცუკერბერგთან უთანხმოება ყოფილიყო. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

გამოცემის წყაროს თქმით, ცუკერბერგს Instagram-ისა და  Facebook-ის უფრო ფართო ინტეგრაცია სურდა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, Facebook-ის დირექტორის ასეთი პოზიცია კი სისტრომისა და კრიგერისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე