თბილისში, 26 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა და გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 25.09.2018
ნანახია: 887

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.

პირველი არხის ინფორმაცით, სავარაუდოდ, გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაიგონა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე