ფეიქრების ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 09:54 | 25.09.2018
ნანახია: 656

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ორი ავტომობილი ხეს შეეჯახა.  დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე