თბილისის ფოტოფესტივალი დღეს გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 08:09 | 25.09.2015
ნანახია: 2201

დღეს, 25 სექტემბერს, 18:00 საათზე, აბანოთუბანში (ლეღვთახევში), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ფოტოფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს გახსნის გერმანელი, პოლონელი და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტი “ომის შემდგომი ისტორიები", რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება. 

რიგით მეექვსე თბილისის ფოტოფესტივალი 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამა 200-მდე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფის ნამუშევარს აერთიანებს, რომელიც ექსკლუზიური გამოფენების, მასტერკლასების და ტრადიციული „ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. 

წელს თბილისის ფოტოფესტივალის საპატიო სტუმარია ცნობილი ჯგუფი „‪#‎DYSTURB“, რომელიც ფრანგ ფოტოჟურნალისტებს აერთიანებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე