ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უშანგი მარგიანიც გამოეთიშა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 24.09.2018
ნანახია: 1526

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა ძიუდოისტმა იასპარეზა და ორივემ წარუმატებლად. ბექა ღვინიაშვილმა პირველივე შეხვედრა დათმო გერმანელ ედუარდ ტრიპელთან, უშანგი მარგიანმა კი გამოსვლა 1/8-ფინალში დაასრულა.

მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ბაქოში გამოსვლა ჩინელ ჰებილიგე ბუსა (იპონი) და ბერძენ თეოდოროს ცელიდისთან (ვაზარი) გამარჯვებებით დაიწყო.

მარგიანი მეოთხე წრეში კი დაძაბული შეხვედრა იაპონელ კენტა ნაგასავასთან დამატებით დროში, გაფრთხილებებით წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირში ამ დრომდე ერთი ბრინჯაო რჩება, რომელიც პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა. 

წყარო: popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე