ვიქნები ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის სათავეში, რომელიც ანადგურებს ჩვენს ახალგაზრდობას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:53 | 24.09.2018
ნანახია: 1037

მარიხუანა არის დაავადება, ასევე ბევრი სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკი და ერთიდან მეორეზე გადასვლა ბევრად ადვილია,- ამის შესახებ სამთავრობო გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანიდადტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

როგორც ის განმარტავს, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის სათავეში თავად იქნება. 

"მე ვთქვი და გავიმეორებ, ვარ მომხრე დეკრიმინალიზაციის, რადგან ეს არის იმაზე უარის თქმა, რაც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც იყო ციხე გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი, შანტაჟი ოჯახებზე და ა.შ. და საერთოდ, ცივილურ ქვეყანაში ციხე არ არის გამოსწორების გზა ასეთი დაავადებისთვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ მეტადრე ამ ქვეყანაში, სადაც დასაქმების პრობლემებია და ბევრი სხვა პრობლემა, მარიხუანა არის დაავადება, ასევე ბევრი სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკი და ერთიდან მეორეზე გადასვლა ბევრად ადვილია. მე ვიქნები საინფორმაციო კამპანიის სათავეში ამ ბრძოლის, ამ ნარკოტიკების წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებს ჩვენს ახალგაზრდობას და გვისპობს მომავალს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე