„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით "რუსთავი 2" კიდევ ერთ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 12:43 | 24.09.2018
ნანახია: 785

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით „კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გაშიფრულია სქემა, თუ როგორ ახორციელებს რეკეტს ხელისუფლება სიგარეტის ბაზრის მოთამაშეებზე და როგორ მიდის თანხა „ქართული ოცნების“ სალაროში.

გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯამურად, სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე