კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა განსხვავებაა მერაბიშვილის ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ხელისულების სასჯელაღსრულების სისტემებს შორის - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:25 | 24.09.2018
ნანახია: 837

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმარი, მათ შორის ვანო მერაბიშვილიც იმ სამედიცინო სტანდარტით სარგებლობდეს, რაც გარანტირებულია ყველა მოქალაქისთვის.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, ადვოკატების განცხადების შემდეგ, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა,  რა განსხვავებაა ვანო მერაბიშვილის ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ხელისულების სასჯელაღსრულების სისტემებს შორის, როცა მის ადვოკატებს შეუძლიათ, სამედიცინო მომსახურებაზე თავისი პოზიცია გამოთქვან, ალტერნატიული სამედიცინო აზრი მიიღონ და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გამოკვლევები ჩაიტარონ.

„საერთოდ, ეს თემა მსჯელობის საგანი გახდა, რისთვისაც წლების წინ, ვანო მერაბიშვილი და მისი კოლეგები ადამიანებს სჯიდნენ, რაც სამწუხაროდ, ხშირად სიკვდილით მთავრდებოდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე