ტრიპოლში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:18 | 24.09.2018
ნანახია: 782

ლიბიის დედაქალქ ტრიპოლში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა.

ორ დაპირისპირებულ შეიარაღებულ ჯგუფს შორის შეტაკება ტრიპოლში 26 აგვისტოს დაიწყტო. კონფლიქტში მონაწილეობს შეირაღებული ფორმირება, რომელიც თავს ლიბიის თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ თანხმობას მიაკუთვნებს, რომელსაც უპირისპირდება შენაერთები „ტრიპოლის რევოლუციონერები“, რომლებიც ფორმალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებიან.

ქალაქის საცხოვრებელი რაიონები ბრძოლების დროს მასირებული სრილის ქვეშ ექცევა. ბოლო მონაცემებით, შეტაკებას ორმოხზე მეტი მშვიდობიანი მცვხოვრები ემსხვერპლა.
2011 წელს ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის  ჩამოგდების შემდეგ ლიბია მწვავე კრიზისს განიცდის. ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა: აღმოსავლეთში ქალაქ თორბუქში ხელისუფლების სათავეში არჩეული პარლამენტია, დასავლეთში კი დედაქალაქ ტრიპოლში მოქმედებს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით არის ფორმირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე