ხალხი მიშას ჩამოსვლას ითხოვს - სანდრა რულოვსი

საქართველო, თბილისი - 09:53 | 24.09.2018
ნანახია: 4296

საქართველოს ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება.

სანდრა რულოვსი ზუგდიდის ქუჩებში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში მთელი დღის განმავლობაში ენმ-ის შტაბთან ერთად იყო ჩართული და მოსახლეობის შეკითხვებსაც პასუხობდა.

რულოვსი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობაზე ესაუბრა.

“უკვე ქვეყანა იშლება, ბევრი იძახის, მთავრობა არ გვყავსო. ხალხი მიშას ჩამოსვლას და მის დახმარებას ითხოვს. ძალიან ადვილია ჩვენი მტრისთვის ადვილად აურიოს სიტუაცია და ურევენ კიდეც. ამიტომ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ძალა, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა. იდეალური გზა არის ზუსტად გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერა," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე