ჩიქოვანის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 09:38 | 24.09.2018
ნანახია: 735

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ცეცხლი სამსართულიანი სახლის სხვენში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა დაახლოებით 60 კვ მეტრ ფართობი.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბუხრის საკვამურიდან გაჩნდა. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე