გოგი წულაიმ ბიძინა ივანიშვილს წიგნი "მატყუარა ბიჭი და მგელი" აჩუქა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 21.09.2018
ნანახია: 797

პარტია "თავისუფალი საქართველოს " საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა და საჯაროდ მიმართა. მან "ქართული ოცნების" ექვსწლიანი მმართველობა "მატყუარა ბიჭი და მგლის" იგავს შეადარა და ოლიგარქს საჩუქრად სწორედ ეს წიგნი გაუგზავნა.

„ვაპირებ წიგნის გადაცემას „მატყუარა ბიჭი და მგელი“, სადაც მოთხრობილია მწყემსი ბიჭი როგორ იძახებდა თანასოფლელებს მგელი მოდის, მგელი მოდისო და ბოლოს მართლა მოვიდა მგელი და აღარავინ იყო მშველელი.

ზუსტად ასე გაგვატარებინა ბიძინამ 6 წელი „მიშა მოდის და ნაციონალები მოდიანო“.  ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მართლა მოჰყავს გონია ამ უდღეურს. მინდა ეს წიგნი გადავცე საჩუქრად რომ ძილის წინ წაიკითხოს“-ამბობს გოგი წულაია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე