თავის დროზე, სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება მის დასასუტებლად მიიღო - მამუკა ნადირაძე

საქართველო, თბილისი - 14:35 | 21.09.2018
ნანახია: 1318

ფრაქცია "ქართული ოცნები" თავმჯდომარის  შეფასებით, მითია, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობას რამე განსაკუთრებული ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.

„თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება პარლამენტის დასასუტებლადმიიღო. მაშინ, როცა კონსტიტუციიდან დაწყებული რეგლამენტით დასრულებული, პარლამენტის გაძლიერებას ვფიქრობთ, ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთ ქალაქში იყოს. პრეცედენტს ვერ ნახავთ, როცა ხელისუფლების ეს ორი შტო სხვადასხვა ქალაქშია გაბნეული, რაც პრაქტიკაში ბევრ ნიუანსში ქმნის პრობლემებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, დეპუტატის თქმით, საუბარია პოლიციური ჰაბის მოწყობაზე, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება.

პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი, შს სამინისტროს გადაეცემა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო თბილისში საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე