კაიროში რესტორანზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 04.12.2015
ნანახია: 1501

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტის დედაქალაქში რესტორანზე მომხდარი თავდასხმისას.

წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებმა რესტორანს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, რის შედეგადც შენობაში ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველთა თქმით, ერთი ან სამი თავდამსხმელი მოქმედებდა.

როგორც პოლიცილებმა ბი-ბი-სის განუცხადეს, დაღუპლთა უმეტესობა კვამლით გაიგუდა.

უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, თვდასხმა სავარაუდოდ რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა განახორციელა, რომელიც ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე