უწყებათაშორის კომისია „ევროპულმა საქართველომ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვეს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 20.09.2018
ნანახია: 622

„ევროპული საქართველოს“ შემდეგ უწყებათაშორის კომისიას „ნაციონალური მოძრაობაც“ ტოვებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, პარტია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად აღნიშნულ ფორმატში პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას მაშინ, როცა უწყებათაშორის კომისიაში არ მონაწილეობს ობიექტური არბიტრი.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიცია იმთავითვე აყენებდა საკითხს, რომ წარმოუდგენელია  ფორმატი ასე გაგრძელდეს. როდესაც წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად და არანაირ წინადადებას, არანაირი საკითხის დაყენებას კომისიაზე მნიშვნელობა არ ჰქონდა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს აწარმოებდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან.

„ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის. ბუნებრივია ჩვენც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ ფორმატში, ამ იუსტიციის მინისტრის ფონზე წარმოუდგენელია რამე თანამშრომლობასა და ნორმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე საუბარი. ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა და ველოდებოდით არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ობიექტური არბიტრი კომისიაში არ მონაწილეობს, პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას ამ ფორმატში მიზანშეუწონლად მივიჩნევთ“, - დასძინა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს. კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, კომისია საარჩევნო დარღვევებზე არ რეაგირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე