პატრიარქი შემთხვევით არასოდეს არაფერს ამბობს - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:21 | 20.09.2018
ნანახია: 695

როგორც ჩანს, მან დაინახა, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემა არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პატრიარქის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, პატრიარქი შემთხვევით არასოდეს არაფერს ამბობს.

„როგორც ჩანს, მან დაინახა, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემა არსებობს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში გამეფებულია ურთიერთუპატივცემულობა და შუღლი, რაც ვითარებას ართულებს. საარჩევნო რეჟიმში ყველას მოვუწოდებ, რომ ურთიერთპატივისცემა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, ილია მეორემ წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მოუწოდა, ჩრდილს ნუ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე